ეს თურქმენეთია, ქვეყანა სადაც არ არსებობს კომუნალური გადასახადები და საწვავი უფასოა

თურქმენეთი  მზადაა ევროპა ბუნებრივი აირით მოამარაგოს
მსოფლიოში 190 ქალქზეა მეტია და თითოეული მათგანი თავისი განსაკუთრებულობით და ისტორიით გამოირჩევა. ზოგიერთ მათგანზე თითქმის ყოველდღე ისმის სიახლეები საინფორმაციოებში, ზოგი ქვეყნის არსებობა კი თითქმის დაავიწყდათ. მაგალითად, დიდი ხანია არაფერია ცნობილი თურქმენეთის შესახებ, მაგრამ უკრაინაზე და რუსეთზე არ წყდება საუბრები.

თურქმენეთით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს დაინტერესებული. ისინი უკვე წლებია არ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და ასევე უფასო საწვავით სარგებლობენ. საინტერესოა, ეს მართლა ასეა, თუ ეს კიდევ ერთი პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანიის აგიტაციაა პატარა ქვეყანაში. თუ გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ ამ ქვეყნის შესახებ, მაშინ წაიკითხეთ სტატიები და ძლეირ გაკვირვებულები დარჩებით იმით თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ამ ქვეყანაში.

თურქმენეთი ეს არის ქვეყანა შუა აზიაში. ყოფილ საბჭოთა კავშირში უკიდურესად სამხრეთით მდებარე რესპუბლიკა იყო. თურქმენეთის ტერიტორია 488 ათასი კვ. კილომეტრია. მოსახლეობა – 4,6 მლნ.

თურქმენეთის ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს ბუნებრივი სიმდიდრეები, აღმოჩენილია გაზის უდიდესი საბადოები, ყოფილ სსრკ-ში წარმოებული გაზის 16,2% თურქმენეთზე მოდიოდა. თურქმენეთი, გაზის რეზერვის მოცულობით, მსოფლიოში რიგით მეოთხე ქვეყანაა, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოების თვალსაზრისით ტოპ 15-ეულში შედის. ამჟამად ამოქმედდა გაზის რამოდენიმე საბადო, საკმაო რაოდენობითაა ნავთობი, რკინა, ფერადი მეტალები, ვოლფრამი, სამშენებლო ფიქალები და სხვ. შრომის ე.წ. საკავშირო დანაწილებაში თურქმენეთი წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაც. იგი აწარმოებდა ბამბის საკავშირო წარმოების 12,5%-ს, მატყლის-3,5%-ს, საკარაკულე ტყავის-20%-ს, აბრეშუმის პარკის 10%-ს.

 დღევანდელი თურქმენეთი ინდუსტრიული ქვეყანაა, ერთობლივ საზოგადოებრივ პროდუქტში მრეწველობის ხვედრითი წილია-45%, სოფლის მეურნეობის-21%, მშენებლობისა- 15%. კარგადაა განვითარებული სათბობ-ენერგეტიკული და მსუბუქი მრეწველობა, რომლებიც მთელი სამშენებლო პროდუქციის 65 %-ს იძლევა.
მიუხედავად არახელსაყრელი ბუნებრივი და კლიმატური პირობებისა, თურქმენეთის სოფლის მეურნეობაც კარგად განვითარებულ დარგად ითვლება. ქვეყანაში წარმოდგენილია, როგორც მეცხოველეობა, ისე მემცენარეობა.
ადგილობრივი მცხოვრებლები არ იხდიან გაზის, სინათლის, წყლის და სახლის ტელეფონის გადასახადას. გარდა ამისა, ყოველ თვე ქალაქის თითოეულ მცხოვრებს 120 ლიტრი უფასო საწვავი შეუძლია მიიღოს.

The Diplomat-ი წერს, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, თურქმენეთი ყველაზე იდეალისტური (“დონკიხოტური”) სახელმწიფოა. 1991-დან 2006 წლამდე, ქვეყნის ტოტალიტარული კულტის ცენტრი პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი იყო, რომელმაც სახელმწიფოს გარესამყაროსგან სრული იზოლირება მოახდინა. ნიაზოვმა საკუთარი თავი “თურქმენბაშად”, ანუ თურქმენების დიდ ლიდერად გამოაცხადა. მისი წიგნი “რუჰნამა” (ღუჰნამა, “სულის წიგნი”), რომელიც ლიდერის ფილოსოფიური შეგონებებისა და ისტორიული ფიქციისგან შედგებოდა, თურქმენებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორიც ყურანია. თურქმენბაში აცხადებდა, რომ მას ღმერთთან სპეციალური შეთანხმება ჰქონდა, რომლის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც “რუჰნამას” სამჯერ წაიკითხავდა, ავტომატურად სამოთხეში მოხვდებოდა.

2006 წელს, თურქმენბაშის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი  გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა დაიკავა. The Diplomat-ი წერს, რომ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბერდიმუჰამედოვმა ნიაზოვის მიერ დაწესებული კანონების უმეტესობა გააუქმა (მაგალითად, ახლიდან გახსნა რეგიონალური ჰოსპიტალები), თუმცა, მაინც თავისი წინამორბედის მაგალითს გაჰყვა და თავისი თავი კულტად აქცია, ნებისმიერი განსხვავებული აზრის არსებობა შეზღუდა. ქვეყანაში მედია და ინტერნეტთან წვდომა მკაცრად კონტროლდება. ადგილობრივმა ძალოვნებმა აშხაბადის მოსახლეობის შევიწროება დაიწყეს. ხალხს უბიქვიტარული სატელიტური ანტენები ჩამოახსნევინეს, რაც დამოუკიდებელ მედიასთან წვდომის ერთადერთი საშუალება იყო

თურქმენეთი ასევე მზადაა ევროპა ბუნებრივი აირით მოამარაგოს. ოფიციალური აშხაბადის განმარტებით, ახალი გაზსადენი, რომლის პროექტიც ბოლო პერიოდია აქტიურად განიხილება, გარემოს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. გაზსადენმა კასპიის ზღვაზე უნდა გაიაროს. ევროკავშირი მას რუსული გაზის ალტერნატივად განიხილავს.