რა უნდა ვაჩუქოთ ქალს 8 მარტს ზოდიქოს ნიშნების მიხედვით?




8 მარტის მოახლოებასთან ერთად უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რა ვაჩუქოთ საყვარელ ქალბატონებს. თუმცა, გამოსავალს ძალიან მარტივად იპოვით თუ ამ სტატიას წაიკითხავთ და რა თქმა უნდა, საყვარელი ქალბატონის ზოდიაქოს ნიშანს გაიგებთ.
  ერთადერთი, რაც ყველა ქალბატონს, განურჩევლად ასაკისა და ზოდიაქოს ნიშნისა, გაახარებდა, ეს თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურებია,რომელიც შეგიძლიათ ჭავჭავაძის 62ში მდებარე "სოლო პერ ტე"-შიც ჩაიტაროთ.

ვერძი 21 მარტი - 20 აპრილი
  ვერძი ბუნებით ძალიან აქტიური ნიშანია. მათ შორის, იმალებიან კარიერისტები, რომლებსაც ყველა წამი გათვლილი აქვთ. მათ უნდა მოასწრონ მუშაობა, მეგობრების ნახვა, შოპინგი და თავის მოვლაც. მათთვის საუკეთესო პროცედურა კანის აბლაციაა, რომელიც ლაზერით კეთდება. აბლაცია ნიშნავს კანის ზედაპირული შრეების აორთქლებას ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით რის შედეგადაც განახლდება დაბერებული ან დაზიანებული კანი.


კურო 21 აპრილი-21 მაისი 
 არანაკლებ შრომისმოყვარეა კურო. მისი სტიქია არის მიწა. ის სტაბულურია, თუმცა ცვლილებებს რთულად ხვდება და ყველაფერში გარანტია სჭირდება. იმისათვის, რომ კურო რვა მარტს გააბედნიეროთ არა მხოლოდ კარგი ვახშამი, რომანტიულ გარემოში,არამედ რაიმე ისეთი ტიპის პროცედურაც დაგჭირდებათ, რომელიც ქირურგიული ჩარვების გარეშე განაახლებს მის კანს. ასეთია ბიორევიტალიზაცია, რომელიც ბუნებრივი ჰიალურონის მჟავის შეყვანით ახალგაზრდავებს კანს, ამიტომ კუროებს შეუძლიათ, ჰქონდეთ გარანტია, რომ არანაირ ექსპერიმენტს ადგილი არ აქვს.
 

ტყუპები - 21 მაისი - 20 ივნისი 
   ტყუპები მერწყულის შემდეგ ყველაზე გაორებული ნიშანია, ამიტომ კარგი იქნებოდა თუ ერთდროულად ორ პროცედურას აჩუქებდით, თუმცა გამოსავალი არსებობს. მეზოთერაპია, რომელიც ესთეტიკისა და მედიცინის უნიკალური კომბინაციაა, ტყუპების გაორებულ ხასიათს ზუსტად შეესაბამება. თანამედროვე მეზოთერაპია ეს არის მიკროდოზებით, უწვრილესი ნემსებით, ინდივიდუალურად პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე შემუშავებული კოქტეილის ზედაპირული შეყვანა, რომელსაც "სოლო პერ ტე"ში კვალიფიცირებული ექიმები ჩაგიტარებენ.


კირჩხიბი - 20 ივნისი - 22 ივლისი 
  კირჩხიბს საჩუქრები ალბათ, ყველაზე მეტად უყვარს, ამიტომ მცირედი სიურპრიზიც კი გააბედნიერებს. კირჩხიბი ქალი რომანტიული ნატურაა, ამიტომ მოიფიქრეთ რაიმე ორიგინალური. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოიყურებოდეს კარგად, ამიტომ თუ მისი ტუჩები ამას მოითხოვს ჩაწერეთ ტუჩის კორექციაზე, თუმცა უთხარით, რომ სავახშმოდ მიგყავთ. "სოლო პერ ტე"-ში ამ პროცედურის ჩატარება შესაძლებელია, ჟელესმაგვარი ფილერით და არა ოპერაციით. შედეგად ლამაზი და სასურველი ფორმის ტუჩებს ვიღებთ, რომელიც ყველა მამაკაცისთვის სასურველია.

 

ლომი 23 ივლისი - 23 აგვისტო
 ლომი ამ პლანეტაზე სიყვარულის შემომტანად ითვლება, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისმა პარტნიორმა გაანებივროს და მუდმივად გაუკეთოს კომპლიმენტები. ალბათ, იცით, რომ ცხვირის ოდნავი კორექციაც კი ცვლის მთლიანად სახის გამომეტყველებას, თუ კი ლომ პარტნიორს დიდი ცხვირი აქვს ის შესაძლოა, დაკომპლექსდეს და მუდმივ დისკომფორტს განიცდიდეს, ამიტომ მოუწყეთ სიურპრიზი და აჩუქეთ რინოპლასტიკის პროცედურა, რომელიც გახლავთ ესთეტიკური პროცედურა, რომლის შედეგადაც ცხვირს ეცვლება ფორმა, პაციენტის სურვილის მიხედვით.


ქალწული - 24 აგვისტო - 23 სექტემბერი 
   ეს ზოდიაქოს ნიშანი სისუფთავისა და ესთეტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოყვარულია. ქალწულის სახლი ყოველთვის მოწესრიგებულია. სამოსი ბოჭკოებამდე დეზიმფექცირებული, ხოლო სახის კანი უბადლოდ სუფთა. დამერწმუნეთ, რომ მას ეს პროცედურა ყველაზე მეტად სჭირდება. სახის პილინგი ერთგვარი „განახლებაა“(refresh) თქვენი კანისათვის. სახელწოდება ინგლისური სიტყვა peel –იდან მოდის რაც აქერცვლას, გაფცქვნას ნიშნავს.  პილინგის დროს  ხდება კანის მკვდარი უჯრედების ექსფლოცია ანუ აქერცვლა, ხდება რეგენერაციის ბუნებრივი პროცესი რის შედეგადაც დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ.
 

სასწორი - 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი
 სასწორის მფარველი პლანეტა სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერაა. ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ესთეტიკა და რომანტიკა ყველაფერში  მოწონთ. სილამაზე მათთვის მთავარი მამოტივირებელი და მამოძრავებელი ძალა, სიცოცხლის არსია.  ისინი მიილტვიან მუდმივად ახალგაზრუდული იერის შენარჩუნებისკენ, ამიტომ თუ ხედავთ, რომ თქვენ რჩეულს უკვე მიმიკური ან ასაკობრივი ნაოჭი უჩნდება აჩუქეთ RF ლიფტინგი- ეს არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და იგი თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი დგება მკრუნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. ამის გარანტიას "სოლო პერ ტე" ნამდვილად გვაძლევს.
 

  მორიელი - 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი
 მორიელი ყველაზე მგძნებარე ნიშანია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია სექსუალური ცხოვრება. წესით მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, თუმცა თუ არსებობს დარღვევები პლასტიკური ესთეტიკა მათთვისაა. სექსუალური სფეროს ჰარმონია ნებისმიერი ასაკის ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი, ასაკობრივი ცვლილებები ხშირად დისკომფორტისა და ინტიმური დარღვევების მიზეზი ხდება.

 


მშვილდოსანი - 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი
   ყველაზე პოზიტიურ მშვილდოსანს შეგიძლიათ, დიოდური ეპილაციის პროცედურა აჩუქროთ. დიოდის ლაზერული ეპილაციისას არასასურველი თმის მოსაშორებლად და ზრდის შენელებისთვის გამოიყენება მონოქრომატული სინათლე. ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა. 
 

თხის რქა - 22 დეკემბერი - 19 იანვარი
 აღსანიშნავია, რომ თხის რქა ახალგაზრდობაში იმდენად კარგად არ გამოიყურება, რამდენადაც 30 წელს ზევით.  თუმცა, მათი კანი ძირითად შემთხვევაში გაახალგაზრდავებას მაინც, ითხოვს. პლაზმოლიფტინგი - კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდია, რომელიც იძლევა პლაზმის აღმდგენ -მასტიმულირებელ ეფექტს და სისხლის უჯრედების უნიკალურ შესაძლებლობებს. პლაზმის ინექცია მისაღებია და ეფექტურია ყველა ასაკის ქალებისა და მამაკაცებისათვის. კანის გაახალგაზრდავების ეს უნიკალური მეთოდი ემყარება პაციენტის პლაზმის გამოყენებას. ჩაეწერეთ პროცედურაზე "სოლო პერ ტე"-ში ახლავე.
 

მერწყული- 19 იანვარი - 18 თებერვალი
 მერწყული ინფექციურ დაავადებას ყველაზე ადვილად იძენს, რადგან სუსტი იმუნიტეტი აქვს. მათი უმრავლესობა ზამთრის პერიოდში სეზონურ გრიპებს ებრძვის გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად კი ელერგია აქვს მცენარეებზე, ამიტომ ვიტამინოთერაპიით სახის დატენიანება არც მათ არ აწყენდათ.
 

თევზები - 18 თებერვალი - 20 მარტი
 და ბოლოს, ასევე , ყველაზე რომანტიულ თევზებს შეგიძლიათ აჩუქოთ ტანის კორექცია, რომელიც "სოლო პერ ტე"-ში ახალი RF Lifting აპარატით შეგიძლიათ გაიკეთოთ. 
რფ ლიფტინგის აპარატი მოქმედებს პირდაპირ კოლაგენზე, ქსოვილების ელასტიურობა და დერმა ტონიზირება შესაჩნევად უმჯობესდება. პირველივე პროცედურა იძლევა მყისიერ ლიფტინგ ეფექტს და შედეგი სახეზეა. 

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები