რამზან კადიროვი დაიკარგა, ცეჩნეთს კი დროებითი მმართველი ჰყავს - რა დაემართა ჩეჩნეთის მეთაურს

ჩეჩნეთის ხელისუფლების მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 11 თებრვლით დათარიღებული ბრძანება, რესპუბლიკის დროებით მმართველის თანამდებობაზე მუსლიმ ხუჩიევის დანიშვნასთან დაკავშირებით. „ჩემი დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში“- ნათქვამია რამზან კადიროვის ხემოწერილ დოკუმენტში.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხუჯიევმა როგორც დროებითმა მმართველმა უკვე მოაწერა რამდენიმე კანონს ხელი.

მედიას ჯერ არ აქვს ინფორმაცია თუ სად იყო დაკარგული კადიროვი რამდენიმე დღე.

აღნიშნულ თემაზე რუსულ „დოჟდთან“ კომენტარი ჩეჩნეთის პრესის და ინფორმაციის მინისტრმა, ჯამბულატ უმაროვმა გააკეთა, რომელიც საკმაოდ ორაზროვანი იყო.

„განა სხვა რეგიონების, პარტიების თუ ორგანიზაციების ხელმძღვანელები დროდადრო შვებულაბაში არ გადიან? ან სამედიცინო შემოწმებებს არ იტარებენ? ან შესაძლოა უბრალოდ დაისვენონ? თქვენ შეგიძლიათ მთელ მსოფლიოს განუცხადოთ, რომ როგორც აღმოჩნდა რამზან კადიროვი რკინის არაა, ადამიანია და არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არაა.“- განაცხადა ჯამბულატ უმაროვმა.

დოჟდი ასევე წერს იმის შესახებ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა მოსკოვში რამდენიმე მსხვილმაშტაბიანი დაპირისპირება მოხდა, რომელშიც მთავარი მოქმედი პირები ეთნიკურად ჩეჩენი შეიარაღებული პირები იყვნენ, 18 თებერვალს კი დოჟდის ინფორმაციით მოსკოვში ჩეჩნების მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო.

მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მისი გაუჩინარების შესახებ მედია აქტიურად ალაპარაკდა, კადიროვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დროებითი გაუჩინარების მიზეზი გრიპი იყო, მისი თქმით, ის სამუშაოს 16 თებერვალს დაუბრუნდა. სოციალურ ქსელში ასევე გაავრცელა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში სამუშაო ვიზიტის ამსახველი კადრები.