90-ანი წლების სიმპატიური მამაკაცები საქართველოში, რომლებზეც ქართველი ქალები ჭკუას კარგავდნენ

ისინი მხოლოდ შესაშური ვიზუალის გამო არ იყვნენ საზოგადოების მუდმივი ყურადღების მუდმივი ობიექტი, მათ ჰქონდათ განსაკუთრებული რაინდული თვისებები, რომელთა გამოც ყველა მათგანი თაობის რომანტიკულ გმირად იქცა...


მას თაობის ჟერარ ფილიპი უწოდეს, ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ბედის რომანტიკული ვარსკვლავი პირველად ეკრანზე 14 წლის ასაკში გამოჩნდა, ლევან აბაშიძემ ლანა ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" მთავარი გმირის ვაჟი ითამაშა, სწორედ აქედან მოიწამლა კინოთი, თუმცა, თეატრალურ უნივერსიტეტში უდიდეს რეჟისორთან და პედაგოგთან მიხეილ თუმანიშვილთან მოხვდა და მეორე კურსზე მისი თეატრის სავიზიტო ბარათად აღიარებულ სპექტაკლში "ჩვენი პატარა ქალაქი" მთავარი როლი ითამაშა.

როგორც ჰყვებიან, გული მაინც კინოსკენ მოუწევდა და მეგობრებთან ხშირად ხუმრობდა: "როგორც მარლონ ბრანდოს არ შეუძლია ყოველ საღამოს ერთი და იგივეს თამაში, ისე არ შემიძლია მეცო", არჩევანიც კინოს სასარგებლოდ გააკეთა და თეატრიდან წამოსვლა მოუწია.

ერთ როლს მეორე მოჰყვა და წარმატებაც მალევე მოვიდა, 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ იმ მის სათაყვანებელ მსახიობს - მარლონ ბრანდოს შეადარა. მისი რეჟისორი და პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი კი ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ჟერარ ფილიპს ადარებდა და მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლევანსაც ისეთივე ტრაგიკული ბედი ექნებოდა, როგორც ჟერარ ფილიპს...  განაგრძეთ