თამო ვაშალომიძემ 40 ათას დოლარიან შეთავაზებაზე უარი თქვა - "ვიფიქრე ტერაქტი არ მომიწყონ მეთქი, ან არ გამიტაცონ..."

ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ ახალი ფოტოები გადაიღო: ჯერ სხეულის ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა, ხოლო შემდეგ გუდაურში თოვლში შიშველმა, ტანგის ამარა იპოზიორა. მისმა ფოტოებმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. 

როგორც აღმოჩნდა მოდელს მალდივებზე ფოტოსესიითვის 40 ათასი დოლარი შესთავაზეს თუმცა, მან უარი თქვა.

მალდივებზე ფოტო-გადაღებაზე უარი თქვი? 

"სახის კანის მოვლის საშუალების რეკლამა იყო, 7 ფოტოში 40 ათას დოლარს მთავაზობდნენ და ცოტა გამიკვირდა. შემეშინდა, ეჭვი შემაპარა, ვერ გავრისკე და უარი ვთქვი. ვიფიქრე, ვინმემ არ გამიტაცოს, რამე შარში არ გავეხვიო-მეთქი. ამიტომ პირდაპირ უარი ვუთხარი. ხიფათიანი არ ვარ, მაგრამ ერთხელ ტერაქტი სწორედ იქ მოხდა, სადაც მე ვიყავი. მერე კინაღამ ავარიაში მოვყევი, ახლა კი ახალი მანქანა ვიყიდე და ვიღაცამ დანა გაუსვა, სპეციალურად გამიფხაჭნეს" - აღნიშნა თამო ვაშალომიძემ.