როგორ ავირჩიოთ და სევამოწმოთ არის თუ არა სწორად ჩვენს სახლში გაზის გამათბობელი დამონტაჟებული - ის რაც ყველა ოჯახმა უნდა იცოდეს

ზამ­თრის სე­ზონ­ზე გა­მათ­ბო­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დიდ ყუ­რა­დღე­ბას და სიფრ­თხი­ლეს მო­ი­თხოვს. ყო­ველ­წლი­უ­რად ფიქ­სირ­დე­ბა გა­ზის გა­მათ­ბობ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი.

რა უნდა ვი­ცო­დეთ და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმის­თვის, რომ ზამ­თრის სე­ზო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხოდ გა­ვა­ტა­როთ - შე­კი­თხვებს "ყა­ზტრანსგა­ზი" პა­სუ­ხობს:

მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, რა­საც გა­მათ­ბო­ბე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს:

კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია გა­ზით მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის გა­მათ­ბო­ბე­ლი­სა და წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბელ ხელ­სა­წყო­თა მონ­ტა­ჟი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცია, რომ­ლე­ბიც წვი­სათ­ვის სა­ჭი­რო ჰა­ერს სა­თავ­სო­დან იღე­ბენ, წვის პრო­დუქ­ტი კი კვამლსა­დე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არ გა­ი­წო­ვე­ბა. წვის პრო­დუქ­ტე­ბი სა­თავ­სო­ში არ უნდა რჩე­ბო­დეს. გა­მო­ნაკ­ლი­სად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს გა­ზ­ქუ­რე­ბი.
იკ­რძა­ლე­ბა გა­ზის ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუ მას­ზე არ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ჩამ­კე­ტი მო­წყო­ბი­ლო­ბა და სა­თავ­სო­ში არ არის საკ­ვამ­ლე-სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხე­ბი.
არ და­ა­მონ­ტა­ჟოთ გა­მათ­ბო­ბე­ლი იმ ოთა­ხებ­ში, რომ­ლე­ბიც გან­კუთ­ვნი­ლია ძი­ლი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის.
- როცა მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მათ­ბო­ბე­ლი გა­მორ­თუ­ლია, მის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე რა­ი­მე სა­ხის შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია?

- გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე დიდი ხნით უმოქ­მე­დოდ იყო, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბას. მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უმოქ­მე­დო­ბის დროს შე­საძ­ლოა ონ­კა­ნის სა­ცხის გაშ­რო­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გა­ზის გა­ჟონ­ვა და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა.

დიდი ხნით ხმა­რე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა მისი სა­ჭი­რო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი შე­კე­თე­ბის გა­რე­შე სა­ხი­ფა­თოა. 15 და მეტი დღით ქა­ლა­ქი­დან გამ­გზავ­რე­ბი­სას, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა აც­ნო­ბონ შე­სა­ბა­მი­სი რა­ი­ო­ნე­ბის გა­ზის ბიზ­ნეს­ცენ­ტრებს თა­ვი­ან­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შე­სა­ხებ, რათა მოხ­დეს გაზ­ზე მი­ერ­თე­ბუ­ლი ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­მორ­თვა-დახ­შო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტის გა­ფორ­მე­ბა.

- ზოგ­ჯერ გა­სათ­ბო­ბად ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ზ­ქუ­რას ვი­ყე­ნებთ. ეს სა­ხი­ფა­თოა?

- ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია! შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა: ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვლა, გა­გუდ­ვა და ხან­ძა­რი ბი­ნა­ში. წვის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა ნახ­ში­რორ­ჟან­გი, მისი დაგ­რო­ვე­ბა კი ოთა­ხი­დან ჟანგბადს გან­დევ­ნის და ადა­მი­ა­ნი ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბით იგუ­დე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა ბი­ნა­ში ვიგ­რძე­ნით სა­ეჭ­ვო სუნი, ან ვეჭ­ვობ, რომ გა­მათ­ბობ­ლი­დან ან გა­მა­ცხე­ლებ­ლი­დან გაზი ჟო­ნავს. სა­ნამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მოვა და­სახ­მა­რებ­ლად, ჩვენ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ?

- თუ სა­თავ­სო­ში იგ­რძნო­ბა გა­ზის სუნი, სას­წრა­ფოდ შე­წყვი­ტეთ გა­ზის მი­წო­დე­ბა, და­კე­ტეთ ყვე­ლა ონ­კა­ნი, გა­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი და შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეთ სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რი. და­ტო­ვეთ შე­ნო­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ასან­თის ან­თე­ბა, მო­წე­ვა, ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბის ჩარ­თვა-გა­მორ­თვა, ელექტრო­ზა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა; გა­ჟონ­ვის შე­მოწ­მე­ბა ღია ცე­ცხლით.

თუ იგ­რძნო­ბა გა­ზის სუნი სარ­დაფ­ში, სა­დარ­ბა­ზო­ში, ეზო­ში ან ქუ­ჩა­ში, შე­ა­ტყო­ბი­ნეთ გა­ზის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხურს. და­ზი­ა­ნე­ბის ად­გი­ლი ხალ­ხმა უნდა და­ტო­ვოს.  განაგრძეთ კითხვა