არავითარ შემთხვევაში არ მოისროლოთ ნაგვის ურნაში ვადაგასული წამლები! - რა ვუყოთ ვადაგასულ წამლებს?

რამდენად ხშირად ამოწმებთ საშინაო აფთიაქს? წამლების ყუთში ჩახედვისას აღმოაჩენთ, რომ ბევრ მათგანს ვადა გაუვიდა. არ ღირს ყველა წამალი გადააგდოთ, რადგანაც ზოგიერთი მათგანი სამკურნალო მოქმედებას ვადის დასრულების შემდეგაც აგრძელებს.

ვადა – ესაა დრო, რომლის განმავლობაშიც პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტურია. მისი დასრულების შემდეგ ის შესაძლოა მავნე გახდეს.

 

ასპირინი
ეს პრეპარატი შეგიძლიათ ვადაგასულიც გამოიყენოთ, უბრალოდ მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტური იქნება.

დექსტრომეტორფანი
ეს ხველის საწინააღმდეგო საშუალება ვადის გასვლისთანავე უნდა გადააგდოთ.

იბუპროფენი
ანთების საწინააღმდეგო წამალი შეგიძლიათ ვადის გასვლის შემდეგ გამოიყენოთ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელსა და პრეპარატის შემადგენლობას.

პარაცეტამოლი
ამ პრეპარატს ხანგრძლივი ვადა აქვს – რამდენიმე წლამდე. თუ მისი მიღების შემდეგ ეფექტს ვერ იგრძნობთ, აღარ მოიხმაროთ.

ლორატადინი
კვლევებმა დაადასტურა ფაქტი, რომ ამ პრეპარატს 2-დან 3წლამდე ვადა აქვს.

თვალის წვეთები
თვალი სენსიტიური ორგანოა, ამიტომაც წამლების არცევას დაკვირვებით უნდა მიუდგეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მასთან დაკავშირებული პრეპარატები ვადის გასვლის შემდეგ.

ცოტამ თუ იცის, რომ ვადაგასული წამლების გადაყრა ნაგვის ურნაში არ შეიძლება. გამოიყენეთ მარტივი ინსტუქცია, რათა პრეპარატების უტილიზაცია მოახდინოთ:

  1. გაანთავისუფლეთ წამალი შეფუთვისგან: გადმოიღეთ აბები ყუთიდან, გადმოყარეთ ფხვნილი პაკეტიდან, გადმოასხით სითხე ბოთლებიდან.
  2. დაკეპეთ, დააქუცმაცეთ პრეპარატი ნებისმიერი გზით.
  3. აურიეთ საკვებში გამოსაყენებლად უვარგის ნივთიერებებთან ერთად: მაგალითდ, ყავის ცხიმოვანი ნარჩენი ან კატის ტვალეტის ფხვნილი.
  4. მასა სახურავიან ქილაში ან მუქ პაკეტში მოათავსეთ და შემდეგ გადააგდეთ ნაგვის ყუთში.

ეს პროცედურა აუცილებლად უნდა გააკეთოთ იმ მიზნით, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოთ. გადაგდებული წამლები შესაძლოა ჩიტებმა, მაწანწალა ცხოველებმა ან ცნობისმოყვარე ბავშვებმა იპოვნონ.