ტამიფლუ - ერთადერთი პრეპარატი რომელიც ე.წ ღორისგრიპს შველის, ხვალიდან უკვე აფთიაქებში გაიყიდება

ტამიფლუ არ არის, არც სიცხის დამწევი, არც ცემინებისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე წერს. 

"რა არის ტამიფლუ? - ის არ არის, არც სიცხის დამწევი, არც ცემინებისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი. ტამიფლუ უჯრედში ვირუსის შეღწევადობას უშლის ხელს და მისი მიღება გრიპის ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაშია რეკომენდებული, შემდეგ მისი მოქმედების ეფექტიანობა მცირდება. ამ მედიკამენტის ანოტაცია და მოქმედების მექანიზმი ინტერნეტში მოიპოვება ყველა ენაზე. 
ყველა ჩვენს კლინიკაში, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზირებულ ყველა პაციენტს, გასულია თუ არა 48 საათი აღნიშნული მედიკამენტი, მაინც მიეწოდება. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ პაციენტს ტამიფლუს არ არ ვაწვდიდით არის მტკნარი სიცრუე!!!! H1N1 მძიმედ მიმდინარეობს მოწყვლად ჯგუფებში (ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, ორსულებში, მოხუცებში, ჩვილებში და დაგვიანებული მომართვიანობისას) გრიპის ვირუსის გამოვლენისას დროულად უნდა მიმართოთ სამედიცინო პროფესიონალს და არ ეცადოთ კვირების განმავლობაში ბებიის მიერ გაკეთებული ჟოლოს მურაბით მკურნალობას. მეტი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის მხრიდან საჭირო, რაც თავის მხრივ მეტ განათლებას მოიცავს. ამიტომაა სეზონურ გრიპზე აცრები აუცილებელი" - წერს ნიორაძე.