მწვანე კალმის მეთოდი - დიდი აღმოჩენა მშობლებისა და მეუღლეებისათვის

ბავშვების აღზრდასა და ფსიქოლოგიურ საკითხებზე ბლოგის შემქმნელი, ასევე დედა, ტატიანა ივანკო გვიამბობს იმაზე, თუ რამდენად ცუდ გავლენას ახდენს “მონიშნული შეცდომები” ბავშვის მომავალ განვითარებაზე და სამყაროს აღქმაზე.
ავტორის არგუმენტები იმდენად საგულისხმოა, ბევრმა მშობელმა მიმართა უკვე ამ მეთოდს:

“ცოტა შორიდან დავიწყებ თხრობას. ჩემი ქალიშვილი სკოლაში შესვლამდე არ დამყავდა ბაღში ან სკოლისთვის მოსამზადებელ ჯგუფში. თავად ვამეცადინებდი, ასოების წერაში ვვარჯიშობდით. ჩვენი რვეული კი ასე გამოიყურებოდა:
შეცდომებს წითელი კალმით არ ვნიშნავდი, პირიქით – მწვანე კალმით აქცენტს მხოლოდ იმ ასოებსა თუ მოხაზულებებზე ვაკეთებდი, რომლებიც შედარებით კარგად

გამოსდიოდა. ამგვარი დავალებების შესრულება ძალიან უყვარდა და თითოეული დაწერილი სტრიქონის შემდეგ მეკითხებოდა: “დედა, ყველაზე უკეთ რომელი გამომივიდა?” 
მის სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა, როცა საუკეთესო ნამუშევარს გვერდზე ვუთითებდი: “იდეალურია!”

რა განსხვავებაა მიდგომაში? უკვე მიხვდით?
პირველ შემთხვევაში: ჩვენ აქცენტს შეცდომებზე ვაკეთებთ. მაგრამ რა რჩება თქვენს მეხსიერებაში? მართალია, გამახსოვრდებათ ის ასოები, რომელიც ხარვეზულად დაწერეთ. ზემოთ წითლად დაწერილი “იდეალური” ასოები რამდენად დაგამახსოვრდათ? ალბათ, ნაკლებად, რადგან გვინდა ჩვენ თუ არა, ქვეცნობიერი იმახსოვრებს იმას, რაც გამოყოფილია…


მეორე შემთხვევაში კი აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რაც სწორად არის გაკეთებული! ამ შემთხვევაში ჩვენ განსხვავებული ემოციით ვიმუხტებით. გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ქვეცნობიერისაქმეში კვლავ ერთვება და გვიბიძგებს გავიმეოროთ ის, რაც “იდეალური” იყო! ეს უკვე ბევრად განსხვავებული მოტივაცია – თქვენ აღარ გაურბიხართ შეცდომებს, არამედ საქმის უკეთ გაკეთებისკენ გიწევთ გული!

რამდენად დიდ გავლენს ახდენს ჩვენს ზრდასრულ ცხოვრებაზე რვეულში აღნიშნული შეცდომები?

პასუხი ნათელია. ჩვენ ბავშვობიდან “გვაიძულებენ” კონცენტრაცია იმაზე მოვახდინოთ, რაც არასწორია ან ცუდი გვეჩვენება. ჩვენ ამას გვასწავლიდნენ სკოლაში წითელი კალმის დახმარებით, ამას გვასწავლიდნენ სახლში მისვლისას, როდესაც მეტად გვკიცხავდნენ, ვიდრე გვაქებდნენ.
ჩემი შვილის სავარჯიშო რვეულში კი სტრიქონში მოქცეული 20 ასოდან მხოლოდ ერთი იყო მონიშნული. 19 მათგანი დაწერილი იყო “კარგად”, ის ერთი კი - “იდეალურად”. ეს არის სწორედ მთავარი.  განაგრძეთ  კითხვა