გამოვედი სატაქსაოდ. გარეთ ყინვაა მე კიდე... გააღო გოგონას კარი ვიღაც ახმახმა, გადმოათრია თმებით! დააგდო ძირს და წამოვიდა ჩემსკენ

ესე იგი 
გამოვედი სატაქსაოდ. გარეთ ყინვაა მე კიდე ჩავრთე გამათბობელი და მივეცი თავი ნეტარებას 
სადაც ვტაქსაობ, იქვე ახლოს არის ავტობუსის გაჩერება და ვხედავ ერთი კოხტა მანდილოსანი აბუზულია დასაკლავი დედალივით 
ელოდება ავტობუსს 
მინდა გადავიდე, ალალად შევთავაზო გათბობა, თან მერიდება, ცუდად არ მიიღოს. 
შევატყე წითელპომადიანი ტუჩები გაულურჯდა და ისე კანკალებს, ლამისაა დაეცეს ძირს. 
გადავედი,
გოგონა იქნებ დაბრძანდეთ ტაქსიში, გათბებით და ამასობაში თქვენი მარშუკტკაც მოვა მეთქი ...
ხმა ვერ ამოიღო, თავი დამიქნია, გავუღე წინა კარი და მოვათავსე სავარძელზე. მივუჯექი გვერდით და ავუწიე გამათბობელს მაქსიმუმზე.
ვატყობ პომადა ულღვება და ჩამოსდის ტუჩებს გვერდიდან 
ხმას ვერ ვიღებ... მცხვენია... 
ოდნავ მუსიკას ავუწიე 
გოგონა, შორს თუარ მიდიხართ, უფასოდ მიგიყვანთ მეთქი...
სოფლის სახელი მითხრა, იქ მივდივარო და გონებაში წამიერად გადავხარშე, დაახლოებით 30 ლარის საწვავი უნდა დამეხარჯა და უი კაი მარშუტკას დაველოდოთ მეთქი 
ხო ეგრე ჯობს, თანაც ჩემი ქმარი უნდა მოვიდეს და ერთად წავალთო 
გამცრა 
მაგრამ გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, გააღო გოგონას კარი ვიღაც ახმახმა, გადმოათრია თმებით! დააგდო ძირს და წამოვიდა ჩემსკენ 

უარესად გამცრა 
გადავედი, რატომ ცემთ, მე უბრალოდ გათბობა შევთავაზე მეთქი 
ეხლა ნახე შენ გათბობაო 
გამომიქანა და გაყინული მუშტი მფერთხა ცხვირში 
მივესვენე მანქანაზე, დამინაცვლა ფეხი, ჩავიკუზე სიმწრით, ოდნავ თავი წამოვწიე და ბრახ! 
თავში მომხვდა გაშლილი ხელი 

თან მომაძახა, შე დამპალო ეგ როგორ მაკადრე გათხოვილ ქალსო 
უნდა მეთქვა ვირო მადლი მეთქი მაგრამ აბა ვინ მაცადა, ამ კაცმა ჩამაყოფინა კარებში თავი და მიბრაგუნა კარები ბარაქიანად 
ვხვდები გავითიშე, მაგრამ მესმის ამ გოგოს წიკვინი 
ეს დამპალი, უნამუსო გათახსირებული, რა ეგონა რომ მანქანაში მისვავდაო 
გამოვყე თავი, შემეცოდე მეთქი უმდა მეთქვა, მაგრამ ამ ქმარმა, სად უჯდებოდი შენც კაი ჩათლახი ხარო და ისეთი ხოშიანი გაარტყა სახეში, წინა კბილები დააყრევინა დედალი გოჭივით 
აღმოვჩდით პოლიციაში...
ეს გოგო ვერ ლაპარაკობს, კბილები აღარ აქვს და ენა დაჭრილი აქვს 
გამომძიებელი რომ დაიტანჯა, მიაჩეჩა პასტა ფურცელი, აჰა და დაწერეო 
გაირკვა სიმართლე და სულ ბოდიშებით გამომიშვეს განყოფილებიდან   ისევ იქ კი ვდგები სატაქსაოდ, მაგრამ მეორედ, მე გათბობას აღარავის შევთავაზებ. დღემდე მტკივა ცხვიპირი 

თემო სანდროშვილი