"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო

„თექვსმეტი ვარდისფერი ვარდი, ანუ გმადლობთ სიცოცხლისათვის“

ერთი ბეწო მაჯაზე საგულდაგულოდ შეუბამთ პატარა, მომწვანო მუშამბის ნაჭერი, რომელზეც გაკრული ხელით წაუწერიათ: ქალი – წონა 3-600, სიგრძე – 52.

კარისქალს ვარდისფერი ვარდები და ბარათი შემოაქვს. გოგონა თექვსმეტში დაიბადა. "ეს თექვსმეტი ვარდი"... – კითხულობს ახალგაზრდა ქალი და ვარდებს მექანიკურად ითვლის.
– აქ რომ ათი ვარდია?! – უფრო თავის თავს ეკითხება, ვიდრე კარისქალს.
– უი, მეგონა, არ დაითვლიდი, გოგოებს ისე მოგვეწონა ეს ლამაზი ვარდები...
– არა უშავს, – იქით "დაამშვიდა" და მიხვდა, როგორ აუწვა თვალი ცრემლმა  თავის ვარდისფერლოყება ნამცეცა გოგოს დახედა და ვარდისფერი ვარდები მომცრო მაგიდაზე დააწყო.
როგორ უნდოდა თექვსმეტი ყოფილიყო...
ერთხანს ხან პატარას დასცქეროდა და ხან – ვარდებს, ხან კიდევ სიყვარულით სავსე წერილს.
პალატის ექთანი შემოვიდა და აღტაცებულმა წამოიძახა: – წითელი ვარდები კი მინახავს ასე გრძელფეხება, მაგრამ ვარდისფერი არაო.
– წაიღეთ, პალატაში მაინც არ შეიძლება ყვავილები, – ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა. ახლა ძალიან უნდოდა, ამ "ნაკლული" ვარდების გარეშე დარჩენა!
ისევ წამოდგომა სცადა. არ გამოუვიდა. სუსტად იყო, სიცხეც მაღალი ჰქონდა. მისმა ექიმმა, გამოცდილმა, თბილისში იმდროისთვის ერთ-ერთმა საუკეთესომ, წინასწარ აყვანილმა და შესაფერისად დაჯილდოებულმა, სიცხე მკერდს დააბრალა და არც გასინჯა. არადა, მშვენივრად იცოდა,როგორ მოევლო მკერდისთვის. თავის ახლობელ ბებიაქალსაც ვერაფერი უთხრა. ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს. სიცხე ხან იკლებდა, ხან იმატებდა.
მხოლოდ მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე დღეს გამოწერეს.
ძლივს ჩალასლასდა მიმღებში. ბავშვი ექთანს მიჰყავდა.
საბუთების გაფორმებისას გული წაუვიდა. მოაბრუნეს... არავის უფიქრია, გულწასული ზემოთ აეყვანათ და გაესინჯათ.  განაგრძეთ  კითხვა