ყოველწლიურად მიმძაფრდება სინდისის ქენჯნა - რაზე ს აუბრობს ჯონ ლენონის მკვლელი ცნობილ გამოცემასთან

ყოველ წელს უფრო და უფრო მაწუხებს სინდისი ჩემს მიერ ჩადენილის გამო - განუცხადა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას ჯონ ლენონის მკვლელმა დევიდ ჩეპმენმა. ამ მოსმენის სრული ვერსია ხუთშაბათს, 15 ნოემბერს The Daily Mail-მა გამოაქვეყნა. მოსმენა აგვისტოში ჩატარდა და აღნიშნულმა კომისიამ უკვე მეათედ უთხრა უარი ჩეპმენსგათავისუფლებაზე.

ჩეპმენი ამჟამად 63 წლისაა. მას ლენონის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, მას 2000 წლიდან შეწყალების უფლება ეკუთვნის.

ჩეპმენმა კომისიას განუცხადა, რომ დასახული მიზნის - ლენონის მკვლელობის, მისაღწევად სპეციალურად გამოიყენა ექსპანსიური ტყვიები, რომლებიც რბილ ქსოვილში შეღწევისას ფართოვდება.

"ლენონს თავი შესანიშნავად ეჭირა, მან ავტოგრაფი მომცა. მე მივხვდი, რომ ძალიან შერს შევტოპე, გავიფიქრე - ახლა მე ხომ მაქვს მისი ავტოგრაფი, შემიძლია სახლში დაბრიუნება, მაგრამ რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა და როცა ლენონმა და იოკომ ზურგი შემაქციეს, ვესროლე," - ყვება ჩეპმენი.

მისი თქმით, მას უნდოდა, რომ საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება გამხდარიყო და ლენონის მიმართ არავითარ სიძულვილს არ ატარებდა.

"მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ეს უაზრო საქციელი იყო, იმ წუთს უცნაური გრძნობა დამეუფლა, ახლა ვაცნობიერებ რომ ეს იყო სინდისის ქეჯნა და ყოველ წელს ეს გრძნობა უფრო და უფრო მიმძაფრდება," - განუცხადა ჩეპმენმა კომისიას.

newposts.ge