რა მოხდება თუ ჭიპი გაიხსნება ?

„კინაღამ ჭიპი გამეხსნა!“ - ხშირად გვითქვამს ან გაგვიგონია ეს სიტყვები, 
როდესაც რამე მძიმე ტვირთს ავწევთ, ვიძაბებით, ან მეტისმეტად ბევრ საკვებს მივიღებთ.
და მართლაც რა მოხდება სინამდვილეში რომ გაგვეხსნას ჭიპი?

ჭიპი - ეს არის კვანძი, რომლის შეკვრა და გახსნა შეიძლება ნებისმიერ დროს, ეს არის მოჭრილი ჭიპლარის
ნარჩენი. სწორედ ჭიპლარის საშუალებით ვიღებდით დედის ორგანიზმიდან ყველა საჭირო ნივთიერებას მუცლად ყოფნის პერიოდში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჭიპი მჭიდრო კავშირში იყო ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოსთან და მისი გახსნის შემთხვევაში უბედურება გარდაუვალია.

და მაინც რა მოხდება თუ გაგვეხსნება ჭიპი? წარმოიშობა თიაქარი. დიდი დაძაბვისაგან, მეტისმეტი ყვირილისაგან (ძირითადად პატარა ბავშვებში) შეიძლებაა წარმოიქმნას შიდა მუცლის წნევა და განვითარდეს თიაქარი. ეს არს საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენა და
სასიკვდილოდ საშიში. პირველი შესაშფოთებელი სიმპტომები ასეთია: ძლიერი მკვეთრი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს, ღებინება და გულის რევა. მსგავსი სიმპტომების არსებობისას სასრწაფოდ უნდა გამოიძახოთ ექიმი. თუ დიაგნოზი დაგიმტკიცდათ, მაშინ ერთადერთი საშველი არის ოპერაცია.

მოკლედ რომ ვთქვათ რა იქნება თუ ჭიპი გაიხსნა, პასუხი კონკრეტული და ლაკონურია - სიკვდილი. რასაცქვია ჭიპის გახსნა, შეიძლება დაემართოს მხოლოდ ახალშობილ ბავშვებს და გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და სიკვდილი. საბედნიეროდ ეს მოვლენა
საკმაოდ იშვიათია, ვინაიდან ჭიპს კვანძავენ ნამდვილი პროფესიონალები. კვანძავენ ძლიერად და სამუდამოდ, ისე რომ არასდროს გაიხსნას.