ბრიტანელ გოგონას უიშვიათესი ალერგია აღმოაჩნდა - მას სკოლის ფორმაზე აქვს ალერგია




დიდ ბრიტანეთში 9 წლის გოგო ლილი მეისონი იშვიათი დაავადებით იტანჯება, ბავშვს უცნაური ფორმის ალერგია აქვს სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ, მათ შორის სკოლის ფორმის ქსოვილის მიმართაც. ამ უცნაური დაავადების შესახებ The Mirror-მა დაწერა.

ლილის ავადმყოფობა გასული წლის ოქტომბერში დაეწყო. სკოლის ფორმის ჩაცმის შემდეგ მას მთელ ტანზე გამონაყარი გაუჩნდა, დედამ გადაწყვიტა, რომ შვილი სკოლაში პანდის ფორმის პიჟამოში გაეშვა, ეს ერთადერთი ქსოვილია, რომელშიც გოგო ქავილი არ აწუხებს.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ ლილის ალერგია გამღიზიანებლების მიმართ სწრაფად იცვლება, ამიტომ კონკრეტული გამღიზიანებლის დადგენა რთულდება. ლილის მხოლოდ 9 სახის პროდუქტის ჭამა შეუძლია და ტანსაცმლიდან კი მხოლოდ პიჟამოს იცმევს.

ლილის დაავადების შესახებ ექიმების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, დაავადების შესახებ კვლევები სულ რამდენიმე წლის წინ ჩატარდა.

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები