ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც არასრულწლოვნები გათხოვდნენ




მართალია, ზოგს არ გაუმართლა, მაგრამ გამოცდილება ხომ მიიღო?

დრიუ ბერიმორი


image

გოგონას არცთუ ისე სახარბიელო ახალგაზრდობა ჰქონდა, ისევე როგორც ბავშვობა. ადრე დაქალებული დრიუ, უკვე 16 წლის ასაკში ლელანდ ჰეივორდზე იყო დანიშნული, ცოლად კი ჯერემი ტომასს გაჰყვა 19 წლისა. ისინი ერთმანეთს 6 წელი იცნობდნენ და 2 თვეში დაშორდნენ.

 

მერილინ მონრო

image
ობოლთა თავშესაფარში რომ არ მოხვედრილიყო, 16 წლის მერილინ მონრო (მაშინ ჯერ კიდევ ნორმა ჯინ ბეიკერი) ცოლად გაჰყვა ოჯახის მეგობარს ჯეიმს დოეტრის. წყვილი 4 წელიწადში დაშორდა.

 

ოლივია უაილდი

image

19 წლის მსახიობის პირველი ქმარი იყო იტალიელი რეჟისორი და პრინცი (ოღონდ მართლა!), სახელად ტეო რასპოლი. ისე, ქორწინება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა - 2003 წლიდან 2011 წლამდე!

 

რეიჩელ მაინერი

image
ამ წყვილში უფრო მაკოლეი კალკინია საინტერესო, რომელმაც მეუღლის სტატუსი 18 წლის ასაკში მიიღო (ისევე როგორც მისმა ცოლმა). ისინი ოფიციალურად 2002 წელს განქორწინდნენ.


 

ელიზაბეტ ტეილორი

image
კონრად ჰილტონ-უმცროსმა 18 წლის ელიზაბეტ ტეილორი ითხოვა და მისი პირველი ქმარი გახდა შვიდიდან. ქორწინება ერთი წელი გაგრძელდა. ჰო, მართლა, ელიზაბეტი 8-ჯერ გათხოვდა, თუმცა მე-5 და მე-6 ქმარი ერთი და იგივე ადამიანი იყო.


 

მილა იოვოვიჩი

image
16 წლის მეამბოხე მილა ჩუმად გაჰყვა ცოლად თავის მეგობარს შონ ენდრიუსს. სხვათა შორის, ამ კავშირმა 2 თვე გაძლო, რის შემდეგაც მილას დედამ ეს ქორწინება იურიდიულად უკანონოდ ცნო.

 

დემი მური

image

1980 წელს 18 წლის დემი გაინსი ცოლად გაჰყვა რობერტ მურს. 5 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, მაგრამ დემი დღემდე პირველი ქმრის გვარს ატარებს.

 


 

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები